ჰაი. სცენაზე ისევ იოა. ამჯერად ფიშინგზე გვებაასება.
«ციფრულ სამყაროში კიბერდამნაშავეები სოციალურ ინჟინერიას მიმართავენ (ანუ ფსიქოლოგიურ მანიპულაციას). სოციალური ინჟინერიის ყველაზე გავრცელებული ფორმა კი ფიშინგია (phishing), როდესაც კიბერდამნაშავეები ბმულების ან მავნე პროგრამების მასიური დაგზავნით ცდილობენ გამოიჭირონ ადამიანები ან ბიზნესები. ამ რისკების 100%-ით გაქრობა არ გამოვა, მაგრამ მათი საგრძნობლად შემცირება შესაძლებელია, თუკი კიბერჰიგიენას მოუხმობ და გონივრულად იმოქმედებ.
როგორ მოვიქცეთ საეჭვო ბმულის მიღებისას?
- თუკი ბმული მიიღე ნაცნობი თუ უცნობი ადამიანისგან ან ორგანიზაციისგან, რომლისგანაც არ ელოდი შეტყობინებას, ასეთი ბმული აუცილებლად უნდა გადაამოწმო
- სანამ ისეთ ბმულზე გადახვალ, რომელიც ოდნავ მაინც მიგაჩნია საეჭვოდ, აუცილებლად გადაამოწმე იგი მაგალითად, virustotal-ზე
- ეცადე მუდმივად განაახლო შენი პროგრამული უზრუნველყოფა
მეტი ინფორმაციისთვის, გამომყევი: https://bit.ly/3taujll
იმოქმედე გონივრულად საეჭვო ბმულებზე გადასვლისას.»
ავტორი: იო