იოს რჩევები პერსონალურ ინფორმაციაზე

იო ჰომ არ მოგენატრა? მაშინ მოუსმინე მის რჩევებს პერსონალურ ინფორმაციაზე

“სოცილურ ქსელებში ალბათ დიდ დროს ატარებ. ამავდროულად დიდი შანსია, ბევრ პირად ინფორმაციას აზიარებდე. ციფრულ სამყაროში შენზე ბევრი რამე შეიძლება გაიგონ, მაგალითად: შენი სრული სახელი, დაბადების თარიღი,, სამსახური, ოჯახის წევრების და მეგობრების ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი, ჰობი, პოლიტიკური შეხედულებები ან თუნდაც რა ფილმებს უყურებ და რა მუსიკას უსმენ.


პერსონალური ინფორმაცია არის ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რის მიხედვითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება. ამ ინფორმაციას კი ძალიან უნდა გაუფრთხილდე და იცოდე ვის უზიარებ და რატომ, რადგან თუკი მას კიბერდამნაშავეები დაეუფლებიან, აუცილებლად შენს წინააღმდეგ გამოიყენებენ. მაგალითად, მათ შეუძლიათ თავი მოაჩვენონ შენს ნაცნობებს და გამოსტყუონ ფული, გაგიტეხონ საბანკო ანგარიშები ან საერთოდაც დაგაშანტაჟონ. 


ქვემოთ ჩამოთვლილი რამდენიმე ხერხი დაგეხმარება პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვაში. თან ისე, რომ სოციალური ქსელებით მაინც ისარგებლო:


  1. გამოიყენე ძლიერი და უნიკალური პაროლები

  2. დაამატე დაცვის მეორე დონე (2 fa)

  3. მუდმივად განაახლე პროგრამული უზრუნველყოფა

  4. იცოდე ვის ამატებ მეგობრებში

  5. მართე შენი კონფიდენციალურობის პარამეტრები ისე, რომ საჯაროდ არ გაზიარდეს შენი პერსონალური ინფორმაცია

  6. თავი შეიკავე შენი ადგილმდებარეობის გაზიარებისგან

  7. თავი შეიკავე სოციალური პროფილების სხვა ვებ-გვერდებზე შესასვლელად გამოყენებისგან და სხვა აპლიკაციებისთვის შენს ანგარიშებზე წვდომის მიცემისგან 

  8. ფრთხილდი საეჭვო ბმულებს ლინკებს

  9. დახურე ანგარიშები რომლებსაც არ იყენებ


მეტი ინფორმაციისთვის, გამომყევი: https://bit.ly/3taujll

იმოქმედე გონივრულად პერსონალური ინფორმაციის გაზიარებისას.”


ავტორი: იო