იო დაბრუნდა საჭირო რჩევებით პაროლებზე, რაც ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას.
“ალბათ ჩემსავით უამრავი ანგარიში გაქვს ციფრულ სამყაროში. იმეილით დაწყებული და ნეთფლიქსის ანგარიშით დამთავრებული, არ არსებობს ანგარიში პაროლის გარეშე. პაროლი პირველი დაცვაა კიბერდამნაშავეებისგან. შევთანხმდეთ, რომ ნებისმიერი პაროლი უნდა იყოს ძლიერი და უნიკალური, ხოლო ასეთი პაროლი უნდა შეიცავდეს:
ანბანის დიდ და პატარა ასოებს
ციფრებს
სიმბოლოებს
სასურველია, პაროლი შედგებოდეს 12 ან მეტი სიმბოლოსგან და არ მეორდებოდეს არც ერთ სხვა ანგარიშზე. მაქსიმალურად აირიდე თავიდან პერსონალური ინფორმაციის გამოყენება პაროლებში (მაგ: შენი სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილი). ჩემი რჩევაა რთულ და უნიკალურ პაროლებთან ერთად ყოველთვის გამოიყენო ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია (2 fa) და ნებისმიერი შესაძლო დამატებითი დაცვა, იქნება ეს face id თუ თითის ანაბეჭდი.
მართალი ხარ, შეუძლებელია ამდენი რთული და უნიკალური პაროლის დამახსოვრება, თუკი ჭკუის კოლოფი არ ხარ ჩემსავით. ამისათვის არსებობს პაროლების მენეჯერი, რომელიც უსაფრთხოდ ინახავს შენს პაროლებს. თუკი მაინცდამაინც არც მას ენდობი, შეგიძლია ხელით ამოიწერო ყველა პაროლი და უსაფრთხო ფიზიკურ ადგილას შეინახო.
თუ გეზარება ამდენი რთული პაროლის მოფიქრება, პაროლების გენერატორს მიმართე.
მეტი ინფორმაციისთვის, გამომყევი: https://bit.ly/3taujll
იმოქმედე გონივრულად პაროლების შექმნისას.”
ავტორი: იო