
ეს იოს მოგზაურობის დასასრულია ჩვენს პლატფორმაზე და ძალიან მოგვენატრება.
“იმედია კარგად გაერკვიე კიბერჰიგიენაში და იმ მარტივ წესებს, რაც აქამდე აგიხსენი შენს ყოველდღიურობაში დანერგავ.
გახსოვდეს, რაც უფრო გონივრულად იმოქმედებ ინტერნეტში, მით უფრო ამცირებ შანსებს, რომ კიბერდამნაშავეებმა რაიმე სახის ზიანი მოგაყენონ.
როგორც უკვე აღვნიშნე, არ არსებობს 100%-ანი დაცვა ციფრულ სამყაროში და თუკი მაინც დადგა კიბერდანაშაულის შემთხვევა, დაუყონებლივ მიმართე პოლიციას და ასევე, თუ შეატყობ, რომ კიბერდამნაშავეებმა შენს საბანკო ანგარიშებამდეც მიაღწიეს, აუცილებლად აცნობე შენს ბანკს.
მე დიდი იმედი მაქვს, რომ მაღალი კიბერჰიგიენის სტანდარტით შენს თავს აარიდებ მსგავს შემთხვევებს.
ამით გემშვიდოებები და იმედია ყოველთვის გაიხსენებ ჩემს რჩევებს, როცა კიბერუსაფრთხოებაზე იფიქრებ”
მეტი ინფორმაციისთვის, გამომყევი:
იმოქმედე გონივრულად ინტერნეტში.”
ავტორი: იო