
ჰელოუინი მოახლოვდა და ტრადიციულად საპატრიარქომ მამლის ყივილამდე სამჯერ უარყო ჰელოუინთან რაიმე სახის კავშირი და კიდევ ერთხელ დაგმო ამ დღის მათთვის გაუგებარი ფესვები.
ჩვენც, ტრადიციულად, მაინც ვაგრძელებთ მის აღნიშვნას – ყოველ შემთხვევაში, გავიფიქრებთ მაინც ამ ერთხელ იქნებ სამოსში გამოწყობილებმა აღვნიშნოთო. თუმცა ფართიზე ისევ ჩვეული შავი ტანსაცმელით გამოვცხადდებით და გავასაღებთ, ვითომ “მატრიციდან” ვართ.
ან უბრალოდ რენდომ ქართველს ვანსახიერებთ.
ჰელოუინის სტრესების თავიდან ასარიდებლად რამდენიმე იდეას გაჩუქებთ და გეტყვით, რომ ბარბის, კენის, რაინ გოსლინგის ( მკერდზე დაწერილი Literally me/Sigma Male წარწერით), ან ბარბენჰაიმერის გარდა არსებობს სხვა როლებიც მოგიხდებათ. მაგალითად:
1 – მენტალურად სტაბილური
როლი, რომელიც ყველაზე დიდ სამსახიობო ოსტატობას მოითხოვს. არ გეგონოთ გასლაითინგს გიწყობთ, უბრალოდ შეუძლებელია სამყაროში, სადაც დოლარიც კი არ არის სტაბილური – თქვენი ფსიქიკა იყოს. ყოველ მეორე თვეს ომი იწყება, ყოველ მეორე დღეს ქართული ფეისბუქ ბაბლი ახალ ფსიქოზში ვარდება. ასე რომ ძალიან, ძალიან გაგიჭირდებათ მენტალურად სტაბილურის როლის მორგება. შეძლებ კი კონპლიმენტზე უბრალოდ მადლობა გადაუხადო ადამიანს საკუთარი ღირებულების გაბათილების გარეშე? შეძლებ ფბ- ისე ჩასქროლო რომ მრისხანებისგან პულსი არ აგიჩქარდეს? Dress as the mentally stable at your own risk.
2 – გამყარებული ლარი
ძალიან იშვიათი სანახაობა, უკვე აღარავის ახსოვს, როგორ გამოიყურება ამიტომ შეგიძლია ისე ჩაიცვა როგორც გაგიხარდება და რაც მთავარია, მყარად იდგე. ამ კოსტიუმრ ერთი პლუსი აქვს – დალევის შემდეგ არასტაბილური ლარის მორგება შეგიძლია – მუდმივად მერყეობს, ყანყალებს და მისი შეკავება არავის შეუძლია.
3 – ბრიტნი სპირსი, მას მერე რაც დანებით ცეკვა დაიწყო
ბრიტნი სპირსის ‘hit me baby one more time’ ერა გასაგებია; ‘oops i did it again’ გასაგებია; ‘toxic’ გასაგებიც და გამოცდილიც. აი, ბრიტნი სპირსის უახლეს ერას რაც შეეხება – ზედხედით გადაღებული ცეკვის ვიდეოები, რომლებიც ბრიტნის მენტალურ ჯანმრთელობაზე კიდევ ერთხელ გაეჭვებს – ჯერაც გაუკვალავი გზაა! განსაკუთრებით ეგზოტიკური კი მისი დანებით ცეკვა გამოდგა. კოსტიუმისთვის დაგჭირდება: მოკლე დაბალწელიანი შორტები, ქერა თმა, ორი დანა (ან დანისმაგვარი). თუ მაღალი პარტნიორი გყავს – მას შეუძლია ის კამერა იყოს, ბრიტნის რომ ზევიდან უღებს ხოლმე.
4 – ვეფხისტყაოსნის ავთანდილი
არანაირი მიზეზი არ მაქვს ეს შემოგთავაზოთ, გარდა იმისა რომ ავთანდილი მიყვარს.
კოსტიუმისთვის დაგჭირდება: მოაღმოსავლურო სამოსი ან კასინკა მაინც, აბჯარი, სიმამაცე და მტირალა მეგობარი, რომელიც ტარიელის როლს შეასრულებს.
5 – “ძვირფასო მოქალაქეებო, გთხოვთ დაიშალოთ” ხმა ჰელოუინის მთავარი მუღამი მისი ‘ქრიფობა’ – ავისმომასწავებელი, ბნელი, შინაგანი მონსტრული ვაიბია. და რა უნდა იყოს იმაზე მზაკვრული, ვიდრე ხმა, რომელიც აქციაზე მყოფთ 3 ღამე ამწარებდა? კოსტიუმისთვის დაგჭირდებათ: მეგაფონი ან დინამიკი, რომელიც დროდადრო გააჟღერებს: ძვირფასო მოქალაქეებო, გთხოვთ დაიშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. მეტი ეფექტისთვის და ხალხის დასატრავმად შენს ადგილას საწუწაო თოფს წავიღებდი.
6 – ტეილორ სვიფტის ახალი ლოვე
ტეილორ სვიფტში კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ ვინაიდან მიმი ვნახე, სადაც ტეილორის ლოვეზე გაგიჟებულ ხალხს ჰკადრეს, ეს უკვე ფსიქოზიაო. ტეილორით ამ დონის შეპყრობილობა, ნამდვილად ფსიქოზია, სწორედ ამიტომ მთელი გულით ვუჭერ მხარს ან ტეილორ სვიფტი ან მისი ბოიფრენდი განასახიეროთ.
7 – მიჯ მეიზელი ‘The Marvelous Mrs. Maisel’- დან
მიჯ მეიზელი იუმორის ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული ქალბატონი იყო, რომელიც სცენაზე ადიოდა და მასხრად იგდებდა კაცებს, ქმრებს, ცოლებს, შვილებს, ებრაელებს, კათოლიკეებს ყველას და ყველაფერს. უყვარდა კაბები, ქუდები და წითელი პომადა – შესაბამისად კოსტიუმისთვის დაგჭირდებათ 50-იანების მოდის შესაფერისი კაბა, ქუსლები, იუმორის გრძნობა და გამბედაობა რენდომად ავარდეთ სცენაზე და თვითირონიული უნარები გამოამჟღავნოთ.
8 – გასლაითერი
Basically, შეგიძლია შენი ყოფილი ან დედაშენი იყო. გააჩნია შენს ცხოვრებაში რომელი ირგებდა უკეთ გასლაითერის როლს.
ამ კოსტიუმს ერთი მინუსი აქვს – შეიძლება ადამიანები ვერ მიხვდნენ რომ გასლაითერი ხარ და უბრალოდ საკუთარი თავის ან უარესი – საკუთარი კოსტიუმების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება დაიწყონ.
ვთქვათ ვიღაც გეუბნება, რომ მარკეტინგის მენეჯერია, შენ ახედავ, ჩახედავ, ეტყვი:
– ჰმმ, რომ არ გეთქვა ვერ გიცნობდი
ის მართლაც დაეჭვდება, იმპოსტერობის სინდრომი დაუტრიგერდება, ცოტა ეწყინება.
შენ ხმის ამოღებას არ დააცდი ისე ეტყვი
– ხომ არ გეწყინა? წესით არაფერი იყო საწყენი…
მორჩა! წარმატებული გასლაითერი ნაყარმუყარი კოსტიუმების გარეშე! მხოლოდ ქმედებით!
9 – მარკეტინგის მენეჯერი
საუბარში აუდიტორიის, პროდუქტის, სერვისისა და კამპანიის სულ სამჯერ ხსენებაც კი საკმარისია ამ როლის მოსარგებად. თუ ფართის განმავლობაში რამდენჯერმე სამსახურზე დაიწყებთ საუბარს ისე რომ ‘ოვერთაიმიც’ გააჟღეროთ და მეგობარს canvas-ფასიანი ვერსიისთვის თქვენი ექაუნთი შესთავაზოთ, მთლად კარგი!
კოსტუმის სრულყოფილებისთვის ფართიზე ჯოვანი მორას ჩასადებში გახვეული მაკბუქით თუ გაიჩითებით – შეიძლება ფართიზე მოსული გასლაითერი თავის არსეობაში დააეჭვოთ!