***
იყო და არა იყო რა
იყო ერთი პრინცესა.
ჯადოქრისგან დაწყევლილი და მაღალ ციხე-კოშკში საუკუნოდ მძინარე ელოდა ღირსეულ პრინცს, რომლის ამბორიც გამოაღვიძებდა.
პრინციც, რომელსაც ინსტინქტებმა აიძულეს სიყვარულის საპოვნელად ღობე-ყორე ეხეტიალა – მიადგა ციხე-კოშკს, დაამარცხა გველეშაპიც, მისი საყვარელი ვირიც, მივიდა პრინცესას საწოლთან, დიდხანს უყურა, დაიხარა და ჩასჩურჩულა…
ბოდიში, მაგრამ სერიოზული ურთიერთობებისთვის მზად არ ვარო.
ამის მერე პრინცმა უკანმოუხედავად გაჰქუსლა.
ამ და სხვა პრინცების ამბები, თავად პრინცესამ წლების მერე გვიამბო.
***
თუ შემთხვევით კაფეში ან ბარში ერთად მომსხდარ მანდილოსანთა ჯგუფს ჩაუვლით და ყურს დაუგდებთ – 10 დან 8 შემთხვევაში გაიგონებთ აგდებულად ნათქვამ სიტყვას ‘კაცები’ და 3 მთავარი სალაპარაკო თემიდან ერთ-ერთიც ურთიერთობები იქნება.
მეორე შეიძლება ფული იყოს.
ზოგადად, ჩვენს მენტალურ რესურსს იმ თემების გარშემო ტრიალს ვახმართ ხოლმე, რაც ყველაზე მეტად გვსტრესავს.
ასევე, 10 დან 8 ჰეტეროსექსუალ ქალსაც ძირითადად კაცები სტრესავენ. გაიკითხეთ.
თანამედროვე დეითინგი რომ რთულია, ამის მისახვედრად ისიც კმარა შენს გარშემო მეგობრები და ნაცნობები გამოიკითხო და იმ ‘situationship’-ებზე მოაყოლინო, შემთხვევით რომ თავები ამოყვეს.
შეიძლება იფიქრო, ახლა, ამ თავისუფალ სამყაროში თუ რთულია, წარმოიდგინე უწინ, როცა კაცთან გავლილს ვინმე დაგინახავდა და შენს თითზე მბრჭყვინავი ბეჭედი თვალს არ დაუბრმავებდა, კაი ქალად არ იწოდებოდიო.
მაგრამ წარმოიდგინეთ რა მარტივია – ვიღაც მაჭანკალმა შენი სტატუსის შესაფერისი ბიჭი აგირჩიოს, ოჯახებმა 2 ცხვარი, 3 ძროხა ერთმანეთში გაცვალოთ და საქორწილო საიდუმლოებასაც სიტუეიშენშიფების, უმადობისა და თავის ტკივილის გარეშე ეზიაროთ. ფაქტობრივად, ადამსა და ევასაც ასე მიუვიდათ.
უბრალოდ, შემდეგ … ევამ ოჯახი დაანგრია და სამეცნიერო საზოგადოებაში არსებობს ეჭვები, რომ კაცები დღემდე ადამის გამო ჯავრს ქალებზე იყრიან!
თანამედროვე დეითინგის გამოწვევები
‘მე ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი’ მხოლოდ სოკრატეს უხდებოდა.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ურთიერთობებში ჩნდება მაშინ, როცა
1. არ ვიცით ჩვენ რა გვინდა და შესაბამისად არ ვიცით, რა კრიტერიუმით ვეძებოთ მომავალი პარტნიორი
2. ვიცით რა გვინდა, თუმცა არ ვამბობთ, იმის შიშით – რომ უარგვყოფენ.
შედეგად ვიღებთ ურთიერთობებს, სადაც ერთი ადამიანი მოტყუებული რჩება, ხოლო მეორეს სამეგობროში ‘*ლეს* ან *ლექალას ეძახიან.
ამიტომ, სამომავლო ტრავმების თავიდან ასარიდებლად აპრობირებული ხერხია:
1. ჯერ საკუთარ თავს ჰკითხო რა გინდა ურთიერთობისგან ( ამისთვის კი საკუთარ თავთან ცოტა ხნით მარტო დარჩენაა და მისი მოსმენაა საჭირო, რასაც ადამიანები ძირითადად გაურბიან)
2. მიღებული პასუხის კომუნიკაცია მომავალ პარტნიორთან.
ამას კი, ტრაკი უნდა, რაც ასე მარტივად არ იშოვება.
განსაკუთრებით რთული იმის კომუნიკაციაა, თუ რა გინდა. ‘არმინდები’ როგორც წესი უფრო მარტივია – მაგრამ საკუთარი თავი გამოარკვიო იმაში, ‘არ მინდას’ მიღმა რა ‘მინდები’ იმალება და შემდეგ ამაზე საუბარი შეძლო, ისე რომ კომპლექსებმა თუ დასწავლილმა ჩვევებმა თითოეულ სიტყვაზე არ წაგაბორძიკონ – საკმაოდ რთულია.
ამიტომ ერთნაირად მნიშვნელოვანია ‘ მე აქ სერიოზული ურთიერთობისთვის ვარ’ და ‘ მე სერიოზული ურთიერთობა არ მინდა’ ხმამაღლა და მკაფიოდ გაჟღერდეს.
მართალია, ურთიერთობის დასაწყისში ნათქვამი ‘მე სერიოზული ურთიერთობა ამ ეტაპზე არ მინდა’ ურთიერთობის ბოლოს უკვე აღარაფერს ნიშნავს ხოლმე – რადგან ემოციებზე ძლიერი, რაციონალური მოჭიდება მხოლოდ რჩეულთა და ევოიდანტთა ხვედრია, თუმცა ერის, ღმერთისა და სხვა ადამიანის წინაშე მოვალეობას მაინც იხდი, მერე რომ გაუხსენო – მე ხომ წინასწარ გაგაფრთხილეო.
როგორც ედვარდ კალენი იტყოდა, არავის უთქვამს, რომ ცხოვრება სამართლიანი იქნებოდაო ;*
დეითინგ აპლიკაციები – როცა მაჭანკალი ალგორითმი ხდება
ერთი შეხედვით დეითინგ აპლიკაციებმა ცხოვრება გაგვიმარტივა – ადრე თუ 35 წუთი უნდა გევლო, ტავერნაში/ბარში მისულიყავი და იმედი გქონოდა ვინმეს ‘ააგდებდი’ ახლა უბრალოდ აპლიკაციაში შესვლა გიწევს პირდაპირ თბილი საწოლიდან. არჩევანი უამრავია, შეგიძლია ეკრანის მიღმა, სოციალური ფილტრების გარეშე დაეჯღანო სხვა ადამიანის სურათს მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოგეწონა და ამით არავის არ ატკენ გულს.
თუმცა მარტივად ხელმისაწვდომობამ, შედეგით ტკბობის ხარისხიც შეამცირა. იმდენად ცოტა ძალისხმევის ჩადება მოგიწია ტინდერზე ვინმეს დამეჩვაში, რომ ტვინი შენს მიღწევას უბრალოდ არაფრად აგდებს და მაქსიმუმ ერთი მოლეკულა დოფამინი მოგიგდოს.
არჩევანთა მრავალფეროვნების ფონზე იქ ნაპოვნი ადამიანები ღირებულებას კარგავენ, და შენც არ ცდილობ იმდენს, რამდენსაც რეალური შეხვედრისას ეცდებოდი. საბოლოოდ, ადამიანი რომელიც არ გინახავს, შენთვის ისევე არარეალურია, როგორც ავტომატიზირებული ბოტი – მხოლოდ ვირტუალურ სამყაროში არსებობს და ძაანაც არ გაინტერესებს რას გიპასუხებს, თუ ეს კონკრეტულ ს ე რ ვ ი ს ს არ ეხება.
თან თქვენც თუ ჩემსავით Bumble-ის უხუცესი ხართ და ტინდერზეც ბევრი ჭირი გინახავთ, ალბათ, აცნობიერებთ რამდენად სავალალო მდგომარეობაა ქართულ დეითინგ სივრცეში – ფეიქ-პროფილებით დაწყებული აღწერაში რომ ემოჯები უწერიათ და rogorxar – ს რომ გწერენ, იმით დასრულებული.
Ghosting ….
ალბათ ყველას გვქონია ის მომენტი როცა:
წინა თაობების განქრობა ცოტა სხვანაირი იყო – უბრალოდ იტყოდა მამა რძეზე გავდივარო და უკან არც მამა ბრუნდებოდა და რძეც ისევ დედას ამოჰქონდა სახლში.
აკვირდებით ხომ, ძირითადად რძეზე კაცები რომ გადიოდნენ?
თუმცა უწინ უფრო მარტივი იყო დამალვა, ვერც სოციალურ ქსელში გიპოვიდა ვინმე და ვერც ფაბრიკაში.
ახლა, უბრალოდ გიყურებს ადამიანი რომელიც დაგოსთე როგორ დებ სთორებს და აგრძელებ ცხოვრებას უშიშრად – როცა მასთან პირდაპირ საუბარმა შეგაშინა. როგორც ბრძენი ქერი ბრედშოუ იტყოდა, იმის ტრაკი მაინც უნდა გქონდეს ადამიანს უთხრა მისი ნახვა რომ აღარ გინდაო.
დაგოუსთვის ფენომენში განსაკუთრებით გამოიხატება ადამიანის avoidant personality – დაგოუსთვაც უბრალოდ ერთ-ერთი გამოვლინებაა ამ მიდრეკილების – მუდმივად გაექცეს მისთვის არასასურველ რეალობას უბრალოდ თვალის დახუჭვით და მეორე მხარეს გახედვით.
If I can’t see it, it doesn’t exist, does it?
ფსიქოლოგიაში არსებობს ტერმინი – ორაზროვანი დანაკარგი. ამ დროს არ იცი ადამიანი მკვდარია, ცოცხალია, ცუდადაა, კარგადაა – მასზე არანაირი ინფორმაცია არ გაქვს გარდა იმისა, რომ შენი ცხოვრებიდან გაქრა და მხოლოდ შენს ფსიქიკაში ცხოვრობს და მუდმივად გაურკვევლობაში ამყოფებს მას. ამ კონცეპტს ძალიან კარგად ხსნის სერიალი The Leftovers.
რა თქმა უნდა, ორაზროვანი დანაკარგი გაცილებით ღრმა ფსიქოლოგიურ ჭრილობას აყენებს ადამიანს, ვიდრე დაგოუსთილისთვის მიყენებული ჭრილობებია ( ის შვილები არ ითვლებიან, მამამათები რომ რძეზე წავიდნენ), თუმცა ძალიან კარგად ხსნის მდგომარეობას, როცა ადამიანი რჩება closure- ის გარეშე.
And then he wanders till he is lost.
Man’s search of good the great
იყო ერთი ექსპერიმენტი – სადაც 20 კაც და 20 ქალ მონაწილეს 1დან -20 მდე რიცხვები მიაკუთვნეს, ისე რომ არ უთხრეს, რომელ რიცხვს აძლევდნენ ( შუბლზე ეკრათ) და სთხოვეს ერთმანეთში დაწყვილებულიყვნენ იმის მიხედვით – თუ რომელი რიცხვი მიაჩნდათ საუკეთესო.
გამოვლინდა პატერნი – ყველაზე სასურველი და შესაბამისადნ მოთხოვნადი რიცხვი 1-2-3 … აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლებსასურველი – 20,19,18 … .
რაც უფრო მაღალი მოთხოვნა იყო რიცხვზე, მით უფრო ‘ჭირვეული’ ხდებოდა მისი პატრონიც და თავისთვისაც უკეთეს რიცხვს ეძებდა – 20, 19, 14 ს უარს ეუბნებოდა დაწყვილებაზე. აი, რაც შეეხება, 2-1-3-4 ს…
ხოლო მას შემდეგ რაც მაღალი რიცხვები (11-20) 1-10 -სგან უარყოფილ იქნენ დაწყვილება 10 ის მაღლა რიცხვებში სცადეს.
ექსპერიმენტის ბოლოს აღმოჩნდა – რომ ადამიანები თავიანთი რიცხვების (+-2) ფარგლებში დაწყვილდნენ – 1 ნომრიანები 1-2-3 ნომრიანებთან და ა.შ.
მგონი ინტერპრეტაცია არ სჭირდება ამ ექსპერიმენტს – ისედაც ნათელია, რომ ადამიანები ერთმანეთს საკმაოდ ცივად და პრაგმატულად განვსჯით – პარტნიორად ვირჩევთ იერარქიულად ჩვენი ან ჩვენზე მაღალი დონის წარმომადგენელს – იქნება ეს ფინანსურად, სოციალურად, ვიზუალურად თუ უბრალოდ 1-20 – მდე მინიჭებული რიცხვებით.
რამდენ დროს ვხარჯავთ საუკეთესოს ძიებაში?
დელულუ – Delulu
დელულუ ის ხილია, რაც გონებაში ინტერპრეტაციებს გვაქმნევინებს, ხოლო რეალობაზე თვალს გვახუჭინებს.
კი, 2 კვირა იმიტომ ვერ გწერდა რომ გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა და ახლაღა ნახა სმს.
კი გასლაითერია, მაგრამ შენთვის უკეთესი უნდა.
კი, მისი შეცვლა შეგიძლია
კი, ეს სხვებთანაა ცუდი, თორემ შენთან კარგია.
კი, შენ უბრალოდ მისი არ გესმის.
ფსიქოზი კი იმიტომ ხდება – რომ შენი მე-ს რაღაც ნაწილი რომელიც რეალობას გამწარებული ეკონწიალება, ჯერ კიდევ შეგრჩენია და გამწარებული ებრძვის იმ დელულუებს ( დელუზიებს, ვინც საკმარისად ჯენ-ზი არ ხართ ამ სიტყვისთვის), რომელიც ყოველ ურთიერთობას თან ახლავს მხოლოდ იმიტომ რომ ბავშვობაში ალბათ ვიღაცამ გატკინა და უცნაური attachment styles – ჩამოგიყალიბდა.
***
იყო და არა იყო რა, იყო ერთი პრინცესა, რომელსაც დედამიწაზე არსებული ყველა ენა ესმოდა – ადამიანების, ცხოველების, ფრინველების,მიწის, ცის – მოკლედ, ყველაფერის.
თუმცა არსებობდა ენა, რომელიც მხოლოდ ქალაქ მზადარვარის მოსახლეობამ იცოდა – ამით ძალიან ამაყობდნენ და წმინდა საიდუმლოდაც ინახავდნენ ენას.
ერთხელაც პრინცესა მზადარვარის ქალაქში მოხვდა – და როცა ვაშლის გამყიდველმა გოგონას ხმამაღლა მიაძახა რაღაც, – იმ იმედით,ვერ გაიგებსო – გოგონამ პასუხი გასცა.
ქალაქი ქაოსმა მოიცვა – მზადარვარის მოქალაქეები შეშფოთდნენ, მათთვის აქამდე ცნობილი რეალობა მათსავე თვალწინ ინგრეოდა.
გოგონამ მათი ენა – ყ*ებაზარი იცოდა.
fin