ესე ამბავი დიქ ფიქებისა

ვიღაც მამრმა გაიღვიძა, სარკის წინ პირღია გაიზმორა და წამომდგარ მამაკაცურ ღირსებას იმ ფიქრით შეავლო თვალი, ბანალურად პენისის ხელით ჩაბღაუჭება და გვერდიდან ფოტოს გადაღება რომ მოჰყვება ხოლმე. კაი არაესთეტიური ფოტო კი გამოუვიდა, მაგრამ ნათქვამია — ვისაც ესთეტიკის აღქმა არასოდეს ჰქონია, ვერც შეაფასებს რამეს ესთეტიურობის მიხედვითო. ჰოდა, ადგა და თავისი ღირსება მესინჯერის მტრედს სრულიად უცხო ადამიანთან გაატანა.  WTF? მაინც რა ფსიქოლოგიურ-ეგზისტენციალური მიზეზი დგას ამ ქცევის უკან? კაი, ამაზე ჯერ არ გვინდა.


მე როგორც მოცლილმა დიქ ფიქების ამბების მოძიება დავიწყე და ძველი რომაელები შემრჩნენ ხელში. თურმე ჯიგრები ცალი ხელით კოლოსეუმს რომ აშენებდნენ, მეორე ხელით ქვაში ფალოსებს კვეთდნენ და ფალოსის სამკაულებს და გრაფიტებს აკეთებდნენ. მოკლედ შენ თუ თინეიჯერობაში სკოლის კედლებზე პენისებს ხატავდი, რომლებიც მერე მზეებად გადააკეთე, No Worries აგერ რომაელებიც იგივეს შვებოდნენ, გადაკეთების გარეშე 😉 მთავარია ვიღაცას ჩათში უკითხავად არ ჩაუგდო შენი პასპორტი 🙂

რატომ იყვნენ რომაელები ფალოსებით გატაცებული?

თურმე ძველი რომაელებისთვის ფალოსი ძალასთან, იღბალთან და დომინანტობასთან  ასოცირდებოდა. ეგ კი არა, ხშირად ომის სიმბოლოდაც გამოიყენებოდა და ფალოსები გენერლებს ფორმებსაც კი უმშვენებდა, არავის არ გადაუღუნოთო 😉  რომის იმპერიაში რომ გაგევლო, ფალოსის გამოსახულებებს უამრავ კარზე თუ კედელზე გადააწყდებოდი. აი, ჩვენ რო პატარა ცოცხს ჩამოვკიდებთ ხოლმე ბარაქისთვის, ძველი რომაელები კედლებზე ფალოსებს ხატავდნენ კეთილდღეობისთვის.

რატომ აგზავნიან კაცები დიქფიქებს?

რავი ეგრე უსწორდებათ რაა. კაი, სერიოზულად.

ჰო გითხარი მოცლილი ვარ-მეთქი ჰოდა, მეცნირების დასკვნები და ფსიქოლოგების კვლევებიც დავქექე. ჭეშმარიტებას მივაგენითქო ვერ გეტყვი, მაგრამ  მეცნიერებს თუ დავუჯერებთ, კაცების მიერ დიქ ფიქების გზავნას მათი აღქმები განაპირობებს.

როგორია მათი აღქმები თუ მეცნიერებს დავუჯერებთ?

არ გაგიკვირდება და თურმე სადღაც გულის სიღრმეში ან იქნებ ზედაპირზეც, კაცები თვლიან რომ სიამოვნების ცენტრალური და სექსში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა მათი პენისია. ზოგს გულწრფელად სჯერა რომ პენისია ის, რაც ყველა ქალს უსიკვდილოდ, აი, წყალი რომ არ გაუვა ისე უნდა. ფსიქოლოგიური კვლევები ამტკიცებს, რომ მამაკაცის სექსუალური ინტერესი ქალებთან შედარებით უფრო ვიზუალური სტიმულაციის გზით აღიძვრება, შესაბამისად შეიძლება ამით აიხსნას გენდერული განსხვავება დიქ ფიქის აღმასთან დაკავშირებით. 

ერთ-ერთი კვლევით, რომელიც O.R.G.A.S.M  RESEARCH LAB-მა ჩაატარა გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი. აღმოჩნდა, რომ უმეტესად დიქფიქების გზავნის მთავარი მოტივაცია ადრესატისგანაც ნუდის ჩაგდების — უკუტრანზაქციის იმედითაა განპირობებული. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მამაკაცების უმეტესობა, რომლებსაც არასასურველი დიქ ფიქები გაუგზავნიათ, მაღალი დონის ნარცისიზმითა და მტრული სექსიზმით ხასიათდებიან. ჰოდა, კიდე იმასაც არ უშვებდნენ, რომ ადრესატისგან შეიძლება უარყოფითი უკუკავშირი მიეღოთ ანუ ერთი სიტყვით, სად სექსუალურ შევიწროვება და სად დიქ ფიქების გზავნაო რააა 😉



რომაელების ფალოსებისადმი გატაცებას რომ აღარ მივუბრუნდეთ, პენისებს ხელოვნების ბევრ ნიმუშში მოკრავ თვალს. ნუ, ან შეიძლება ვერც მოკრა ისე შემოგაპაროს მხატვარმა. მოკლედ სიტყვა ძაან რომ არ გამეწელოს, ფალოსების დემონსტრირება ინტერნეტის სამყაროსა და მესინჯერის პირმშო ნამდვილად არ ყოფილა. არც ინსტაგრამის იმ ველში დაბადებულა, ფოტოს რო აგზავნი და ორჯერ ხილვის შემდეგ ინტერნეტ სამყაროს უფსკრულში უგზო-უკვლოდ უჩინარდება, მაგრამ ფაქტია ინტერნეტ სამყაროში დიქ ფიქების არსებობა ბევრისთვის ჩვეულებრივი ამბავია. Is It okey?

ნარცისიზმი იქნება მიზეზი, თუ პასუხად ნუდის დაბრუნების სურვილი, მნიშვნელობა არ აქვს. ბევრ ადამიანს დღემდე ჰგონია, რომ დიქ ფიქების უკითხავად გზავნას სექსუალურ შევიწროვებასთან არაფერი ესაქმება. შენც თუ მათ რიგებს მიეკუთვნები მაინც იცოდე, რომ  თუ მესინჯერში მოულოდნელად ვიღაცის დიქი ამოგიხტა, ან გაზმორვის შემდეგ შენი გენიტალიების სხვისთვის ჩვენების სურვილმა აგიტანა, ეგ ამბავი ჩვენი კონსტიტუციით ადმინისტრაციული დანაშაულია და პირველ ჯერზე 300 ლარით ჯარიმას ითვალისწინებს.

So Be Careful!

Don’t Be a Dick, Save Your Dick Pic 😉