ანუ რატომ გვტკივა სექსის დროს?
კვლევებმა აჩვენა, რომ ქალების 7% განიცდის ტკივილს სექსის დროს. Საინტერესო ისაა, რომ მრავალი ქალი ამას მალავს. მათ შეიძლება ისეთივე სიხშირით ჰქონდეთ სექსი, როგორც ნებისმიერ წყვილს, მაგრამ პარტნიორს უმალავდნენ ტკივილს.
ზოგიერთი, ექიმსაც არ მიმართავს,
ზოგიერთის ამ პრობლემას კი, სხვები ტოვებენ უყურადღებოდ.
შეიძლება ექიმმა გაგსინჯოს და გითხრას, ყველაფერი ნორმალურადაა, ალბათ მეტი ლუბრიკანტი გჭირდებაო, მაგრამ მეტი ლუბრიკანტის გამოყენება, ტკივილის გამომწვევ მიზეზს არ განკურნავს.
სინამდვილეში კი, მკურნალობამ და თერაპიამ მართლაც შეიძლება ტკივილი შეგიმსუბუქოს და პარტნიორთან გულახდილი საუბარი ამ თემაზე- კარგი დასაწყისია.
სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა, რომ ღია კომუნიკაცია ამ პრობლემაზე, აუმჯობესებს სექსუალურ კმაყოფილებას ორივე პარტნიორისთვის.
დისპარეუნია სექსუალური აქტის დროს აღმოცენებული ტკივილია- გენიტალიის არეში. Ტკივილი შეიძლება აქტამდე, აქტის დროს ან აქტის შემდეგ იგრძნო.
დისპარეუნია უფრო ხშირი ქალებშია, ვიდრე კაცებში. გამომწვევი მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს, თუმცა, როგორც წესი, განკურნებადია.
რა იწვევს დისპარეუნიას?
როგორც აღვნიშნე, გამომწვევი მიზეზი სხვადადასხვაა. Ზოგიერთი ქალისთვის ეს სინდრომი შეიძლება ფიზიკური პრობლემით იყოს გამოწვეული, ზოგისთვის კი- ემოციურ ფაქტორებთან იყოს დაკავშირებული.
ფიზიკური ფაქტორები, რომლებიც დისპარეუნიას იწვევენ:
- ვაგინალური სიმშრალე- მენოპაუზით, მშობიარობით, ძუძუთი კვებით, მედიკამენტებით ან სექსუალური აქტის დროს დაბალი აღგზნების შედეგი
- კანის დაავადებები, რომლებიც იწვევენ წყლულს, ქავილს, წვის შეგრძნებას
- ინფექციები- სოკო ან საშარდე გზების ინფექციები
- ვულვოდინია- ანუ ტკივილი ვულვის არეში
- ვაგინიტი- ვაგინის ანთება
- ენდომეტრიოზი
- ცისტიტი
- მენჯის ანთებითი დაავადებები
- რადიაცია/ქიმიოთერაპია
ფაქტორები, რომლებიც სექსუალურ აღგზნებას ამცირებენ და ზოგადად, გავლენას ახდენენ სექსის ქონის სურვილზე, ასევე ხშირად იწვევენ დისპარეუნიას:
- სტრესი – რაც შეიძლება საშვილოსნოს კუნთების დაძაბულობით გამოიხატოს;
- შიში, დანაშაულის შეგრძნება ან სექსთან დაკავშირებული სირცხვილის შეგრძნება;
- სხეულის აღქმასთან დაკავშირებული პრობლემები;
- მედიკამენტები – მაგ.: კონტრაცეპტივები;
- პრობლემები ურთიერთობებში;
- სიმსივნე, ართრიტი, დიაბეტი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
- სექსუალური ძალადობის, გაუპატიურების გამოცდილება.
დისპარეუნიის ძირითადი სიმპტომი ტკივილია:
- ვაგინის, საშვილოსნოს, შარდის ბუშტის არეში
- პენეტრაციისას, სექსის დროს ან სექსის შემდეგ
- მენჯის არეში
- უმტკივნეულო სექსის შემდეგ
- კონკრეტულ პარტნიორებთან ან კონკრეტულ სიტუაციებში
- ტამპონის გამოყენებისას
ტკივილი შეიძლება ჰგავდეს მენსტრუალურ ტკივილს.
დისპარეუნია განსაკუთრებით ხშირია ქალებში მენოპაუზის შემდეგ. Დისპარეუნიის რისკი მაღალია იმ შემთხვევაში თუ:
- იღებ ვაგინალური სიმშრალის გამომწვევ მედიკამენტებს
- ბაქტერიული/ვირუსული ინფექციის მატარებელი ხარ
- პოსტმენოპაუზური პერიოდი გაქვს
როგორ ხდება დისპარეუნიის დიაგნოსტირება?
პირველ რიგში საჭიროა ექიმმა სრული სამედიცინო და სექსოლოგიური ისტორია შექმნას. Სავარაუდო შეკითხვები, რომლებიც ამისთვისაა საჭირო, ასე გამოიყურება:
- როდის და სად გრძნობ ტკივილს?
- რომელი პარტნიორები ან პოზები იწვევდნენ ტკივილს?
- სხვა აქტივობაც იწვევს ტკივილს?
- უნდა შენს პარტნიორს შენი დახმარება?
- სხვა სამედიცინო პრობლემა ხომ არ გაქვს, რომელიც შეიძლება იყოს ტკივილის გამომწვევი?
საშვილოსნოს გამოკვლევაც ხშირია დიაგნოზირებისას. ამ პროცედურისას, ექიმი გარეგან და შინაგან დათვალიერებას ჩაგიტარებს სიმპტომების აღმოსაჩენად, მაგალითად:
- სიმშრალის
- ანთების/ინფექციის
- ანატომიური პრობლემების
- გენიტალიური გამონაყრის
- შრამების
- აბნორმალური გამონაზარდების
- ენდომეტრიოზის
- მომატებული მგრძნობელობის
როგორ ხდება დისპარეუნიის მკურნალობა?
ეს დამოკიდებულია ამ მდგომარეობის გამომწვევ მიზეზზე. თუ ტკივილი გამოწვეულია რაიმე ინფექციით ან აქამდე არსებული დაავადებით, მაშინ ექიმმა სამკურნალოდ შეიძლება გამოიყენოს
- ანტიბიოტიკები
- სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები
- ადგილობრივი ან საინექციო კორტიკოსტეროიდები
თუ გრძელვადიანი მედიკამენტები იწვევენ ვაგინალურ სიმშრალეს, მაშინ ექიმმა შეიძლება შეცვალოს დანიშნულება.
ესტროგენის დაბალი დონეც შეიძლება აღმოჩნდეს დისპარეუნიის გამომწვევი ზოგიერთ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს აბები, კრემები ან სხვა საშუალებები, რომლებიც მცირე დოზით გამოათავისუფლებენ ესტროგენებს ვაგინაში.
როგორ მოვიქცეთ სახლის პირობებში?
ქვემოთ ჩამოთვლილი «სახლური» საშუალებები, შეიძლება ტკივილის მოხსნაში დაგეხმაროს:
- წყლის ბაზაზე დამზადებული ლუბრიკანტების გამოყენება
- სექსი მაშინ, როცა შენ და შენი პარტნიორი რელაქსირებულები ხართ
- პარტნიორთან თავისუფალი კომუნიკაცია ტკივილის შემთხვევაში
- სექსამდე მოშარდვა
- თბილი აბაზანის მიღება სექსამდე
- ტკივილგამაყუჩებლის მიღება სექსამდე
- ვულვაზე ყინულის დადება სექსის შემდეგ წვის შეგრძნების შემთხვევაში
ალტერნატიული თერაპიული მეთოდები
შეიძლება ექიმმა თერაპიაც გირჩიოს. Ეს შეიძლება მოიცავდეს დესენსიტიზაციის თერაპიას ან სექსუალურ თერაპიას. დესენსიტიზაციის თერაპიისას ისწავლი ვაგინის სარელაქსაციო ტექნიკებს, მაგალითად: კეგელით ვარჯიშს (საშვილოსნოში პატარა ბურთების მოთავსება საშვილოსნოს კუნთების ტონუსში მოყვანის მიზნით), რაც ტკივილის შემსუბუქებაში დაგეხმარება.
სექსუალური თერაპიის დროს ისწავლი, როგორ შექმნა ინტიმური გარემო საკუთარი თავისთვის და გააუმჯობესო პარტნიორთან კომუნიკაცია.
დისპარეუნიის პრევენცია
არ არსებობს კონკრეტული გაიდლაინი, რომელიც ამაში დაგეხმარება, თუმცა შეგიძლია ტკივილი გარკვეულწილად თავიდან აირიდო ან შეამცირო
- მშობიარობის შემდეგ, სულ ცოტა 6 კვირა თავი შეიკავე სექსისგან
- ვაგინალური სიმშრალის შემთხვევაში, გამოიყენე წყლის ბაზაზე დამზადებული ლუბრიკანტი
- ჰიგიენის ნორმების მკაცრი დაცვა
- ჩაიტარე გეგმიური გამოკვლევები
- სექსუალურად გადამდები დაავადებებისგან თავის დასაცავად გამოიყენე პრეზერვატივები
- ბუნებრივ ვაგინალურ ლუბრიკაციას მიაღწევ, თუ პრელუდიას შენ და შენი პარტნიორი საკმარის დროს დაუთმობთ
რა გავლენა აქვს ურთიერთობებზე?
ქალები, რომლებიც ტკივილს განიცდიან სექსისას შეიძლება უკვე ნებისმიერი სახის ინტიმურ შეხებას უფრთხიან და ეს უფრო რთულს ხდის ამ საკითხზე თავისუფლად საუბარს ორივე მხარისთვის.
შეიძლება, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ «არასწორი» პარტნიორის ბრალი იყოს?
როგორც ყოველთვის, საქმე იმაზე კომპლექსურია, ვიდრე «სწორით» ან «არასწორით» განსაზღვა.
კვლევების მიხედვით, ქალები აცხადებდნენ, რომ როგორც წესი, ისინი თავიანთი პარტნიორის სექსუალურ პრეფერენციებს ნაკლებად იზიარებდნენ, თუმცა მაინც, ურთიერთობით ბედნიერები იყვნენ.
მთავარი რჩევა, მაინც ღია კომუნიკაცია რჩება.
არც ერთ მამაკაცს არ უნდა, თავიანთი პარტნიორი ქალი ტკივილს განიცდიდეს სექსის დროს. ამიტომ, მათთვის, ღია კომუნიკაცია მნიშვნელოვანია.
უმჯობესია სექსის მიზანი პოზიტიური იყოს- მაგალითად, პარტნიორის სიამოვნება შენთვის სიამოვნების მომტანი იყოს- და არა ნეგატიური- სექსი, ურთიერთობის დაკარგვის თავიდან აცილებისთვის.
როცა მოტივაციის მთავარი წყარი უსიამოვნო შედეგისთვის თავის არიდებაა- არც ერთი პარტნიორი არაა ამ დროს ბედნიერი. ტკივილის მოთმენა მტკივნეული დაშორების თავიდან ასარიდებლად, არ არის ჯანსაღი გამოსავალი. უმჯობესია, არა მხოლოდ პარტნიორთან, არამედ საკუთარ თავთან ღიაობა. Მიმართეთ ექიმს და აუცილებლად იარსებებს საშუალებები, რომლებიც ტკივილის შემსუბუქებაში დაგეხმარება.
დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ალუმნი საგრანტო პროგრამის ფარგლებში