
ზოგჯერ მეც ძალიან მიკვირს როგორ შეიძლება ასეთი ლოიალური მომხმარებელი ვიყო და ყველა პროდუქტი მიყვარდეს, რომელიც მაქვს, ან ჯერ არ მაქვს, თუმცა საკვანძო სიტყვა აქ სწორედ «ჯერ» არის. ჯერ არ მაქვს, მაგრამ მოვა დრო და საერთოდაც ყველაფერი მექნება.
ეს პატარა სამოტივაციო წინადადება ჩემი მომავალი მესთვის და ახლა გავაგრძელოთ ამბავი, რისთვისაც გავხსენი საერთოდ ვორდის ფაილი ჩემს საყვარელ MacBook Air-ში, რომელიც მე-4 წელია მიძლებს. როგორ შეიძლება ტექნიკამ გაგიძლოს? თუმცა გამიძლო კი არა, აქამდე თავი როგორ არ მოიკლა, არ ვიცი. მე რომ მის ადგილზე ვყოფილიყავი, ალბათ ჯერ კიდე 2 წლის წინ, მტირალას მთის წვერზე, ნისლსა და წვიმაში, გადახსნილ მდგომარეობაში რომ დავტოვე, ე მაშინ მოვიკლავდი თავს.
ისევ გამიგრძელდა სიტყვა, მაგრამ მიყვარს და რა ვქნაა? დიახ, არ გეჩვენებათ, დღეს მე გიყვებით Apple-ს გენიალურობაზე და წარმოგიდგენთ MacBook-ის კლავიატურის shortcut-ებს, ანუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენი მაკი მაქსიმალურად კომფორტულად და ეფექტურად ისე, რომ კლავიატურიდან თაჩფედამდე ხელი თითქმის არ გავწიოთ.
Windows-ის მომხმარებლებო, გაინტერესებთ რატომ ავირჩიე ის და რატომ უნდა გადმოხვიდეთ თქვენც ჩვენს კლუბში? პასუხები, დიახ «ები», შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ.
1. ცხადია დავიწყოთ ტრივიალური შორთქათებით, რასაც თითქმის ყველა ჩვენგანი ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ:
· Command+C — Copy;
· Command+V — Paste;
· Command+X — Cut;
· Command+S — დასეივება;
· Command+P — Print.
2. ასევე ტრივიალურებია ეს შორთქათებიც, თუმცა როგორც აღმოჩნდა არც ისე ბევრი ადამიანი იყენებს, ალბათ იმიტომ რომ არ იციან:
· Command+A — მთლიანი ტექსტის/ფოტოს/ყველაფრის მონიშვნა;
· Command+Z — Undo;
· Shift+Command+Z — 2x Undo.
3. რამ აქცია ჩემი და google chrome-ს ურთიერთობა საოცრად შეხმატკბილებულად?
· Command+T — ახალი tab-ის გახსნა მათ შორის ქრომში, ვორდში, ექსელში…;
· Command+W — tab-ის გათიშვა;
· Command+R — დარეფრეშება;
· Command+1 — ან ნებისმიერი სხვა ციფრით, რიგითობით მერამდენე tab-ზე გადასვლაც გინდა იმაზე გადავა;
· Command+9 — რამდენი tab-იც არ უნდა გქონდეს გახსნილი, სუ მთლა ბოლოზე გადასვლა;
· Command+N — ახალი tab-ის არა და მთლიანად აპლიკაციის გახსნა;
· Shift+Command+N — ინკოგნიტო tab-ის გახსნა;
· Command+F — და სხვათაშორის G-ც, სიტყვის/ასოს დასერჩვა;
· Command+Y — History-ს გახსნა;
· Command+L — პირდაპირ ლინკს მონიშნავს ქრომში;
· Command+D — bookmark-ად მონიშნვა;
· Shift+Command+D — ყველა tab-ის დაბუქმარქება;
4. დავუბრუნდეთ ისევ ტექსტებთან მუშაობას. როგორც კი დაამუღამებთ, ამის გარეშე ვეღარ იცხოვრებთ, მართლა:
· Shift+Command+Right (Left; Upper; Lower)Arrow — ტექსტის მონიშვნა სასურველი მიმართულებით და სასურველი რაოდენობით;
· Command+Right (Left; Upper; Lower)Arrow- ადგილმდებარეობის შეცვლა, მონიშნვის გარეშე სასურველი მიმართულებით ბოლოში აღმოჩენა;
· Command+B — გაბოლდება;
5. ქრომს გარეთ თუ ქრომს შიგნით, ყველგან საერთოდ, გაიმარტივე ცხოვრება დაააა შეეჩვიე:
· Shift+Command+3 — მთლიანი ეკრანის დასქრინშოთება;
· Shift+Command+4 — მონიშვნა ეკრანის რა ნაწილის დასქრინშოთება გინდა;
· Shift+Command+5 — მონიშვნა რა ნაწილის დასქრინშოთება ან screen recording გინდა;
· Command+Q — დაქუითება, მთლიანად გათიშვა აპის, ისე თითქოს არ ყოფილა გახსნილი.;
· Command+tab — აპიდან აპზე სირბილი;
· Command+Space — თვითონ Mac-ში სერჩავ დოკუმენტს, აპს, მოკლედ რასაც გინდა;
· Option+Command+D — Doc-ის გაქრობა და გაჩენა, ანუ ქვემოთ რო ჩანს აპები მაგის;
· Space — ფოტოზე/word-ზე/excel-ზე, ან რამეზე თუ დადგები და დააჭერ, გამოაჩენს პატარა view-ით რა ხდება შიგნით.
ეს ის შორთქათებია, რომლებიც ვიცი და მადგება ჩემს Mac-თან ურთიერთქმედებაში. შეიძლება ყველაფერი არ იყოს და რაღაცები მეც არ ვიცოდე, მაგრამ იმდენ დროს ვატარებ ამ ლამის უკვე ადამიანთან, რომ სავარაუდოდ მალე მთლა ბოლომდეც შევისწავლი. რეებიც გამომრჩა შეგიძლიათ კომენტარებში დამიწეროთ და მეც მასწავლოთ. იმედია გამოგადგებათ და აა, ჰო, არ დაგავიწყდეთ ამ სტატიის bookmark-ად დასეივება, შეგახსენებთ — Command+D, თუმცა ყოველთვის შეგიძლიათ Command+F-ის გამოყენება და იმის მოძებნა რაც გინდათ.
ავტორი-პერწო