ბოლო დროს უკრაინაზე ხშირად მეეჭვება რამეზე ფიქრობდე, თუმცა იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ შენი რეალობა და ყოველდღიურობა მაგ პროცესსაც არაერთხელ გირღვევს. ჰოდა აი სწორედ მაშინ, როცა საკუთარ გამოწვევებსა და განვითარების გზებზე გეფიქრება, გაეცანი ახალ პროფესიებს იმიტომთან ერთად. რა იცი, იქნებ ყურადღების გადატანის კარგ გზასთან ერთად, მომავალ კარიერასაც გადააწყდე. ამჯერად პროდაქტ ოუნერის, სალომე ჩიმაკაძის გამოცდილებას გაგიზიარებთ.
სამუშაო გამოცდილება Product owner-ის პოზიციაზე
ამ ეტაპზე ვმუშაობ საქართველოს ბანკში მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით, ხოლო აქამდე ვმუშაობდი შსს მომსახურების სააგენტოში სადაც მებარა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ვიზუალური დათვალიერებისა და ექსპერტიზის მოდელი. PO პოზიციაზე ჯამში დაახლოებით 3 წელია ვმუშაობ.
ვინ არის Prodect owner-ი?
ნებისმიერი სანდო წყაროს დახმარებით ამ პოზიციის მოკლე აღწერა არის, ადამიანი რომელიც ორიენტირებულია ღირებულების მაქსიმიზირებაზე. ძალიან ზოგადად ჟღერს, მაგრამ რაც უფრო დიდ გამოცდილებას ვაგროვებ მეტად ვრწმუნდები რომ ამაზე ზუსტი აღწერა ამ ეტაპზე არ მსმენია. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ იზრუნო პროდუქტის განვითარებასა და დახვეწაზე სხვადასხვა გზების საშუალებით, ისე რომ მუდმივად ფიქრობდე გუნდის ნებისმიერი ქმედებით გამოწვეული პროდუქტის ღირებულების პოტენციურ ზრდაზე.
რას მოიცავს ეს პროფესია?
სნტადარტულად სრუქტურა ასეთია, PO-ს ყავს დეველოპერთა გუნდი და კონკრეტული პროდუქტი, რომლის განვითარებაზეც ბიზნესთან ერთად ერთობლივად ზრუნავს. უშუალოდ PO-ს პასუხისმგებლობები პროცესში ძირითადად შემდეგ კომპონენტებს მოიცავს: უმთავრესი, ჰქონდეს მუდმივად განახლებადი ამოცანათა სია (backlog), თითოეულ ამოცანაზე განსაზღვრული იყოს პრიორიტეტულობა (იმის მიხედვით თუ რამდენად ღირებულია ამოცანა, ეხმიანება კომპანიის სტრატეგიას ან განახლებულ რეგულაციებს და სხვა). ასევე უმნიშვნელოვანესია PO-ს ჰქონდეს პროდუქტისა და თითოეული ამოცანის გრძელვადიანი ხედვა.
PO-ს როლის პასუხისმგებლობები ხშირად განსხვავდება ორგანიზაციების მიხედვით, თუმცა კლასიკურად ეს არ არის ადამიანი რომელიც ექსპერტულ ცოდნას ფლობს ბიზნეს პროცესებზე. ამის მიუხედავად, ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა რომ პროცესების თუნდაც ზედაპირული ცოდნა, ძალიან ეხმარება მთელ გუნდს ამოცანების სწორად წარმართვასა და დანერგვაში.
რა ტიპის პროექტებზე გიმუშავია ამ მიმართულებით?
ჩემი მიმდინარე გამოცდილება ამ პოზიციაზე მოიცავს ამოცანებს მანქანური დასწავლისა და მონაცემთა მეცნიერების მიმართულებით. ჩემი გუნდი მუშაობს უშუალოდ ფინანსურ პროდუქტებზე, მათ ოპტიმიზაციასა და განვითარებაზე.
რა უნდა იცოდე იმისთვის, რომ Product owner-ი იყო?
მიმაჩნია, რომ PO-ობისთვის ტექნიკური უნარები ნაკლებად მნიშვნელოვანია და გადამწყვეტი ეს ორი რამ არის: პროდუქტისა და მისი განვითარებისადმი შენი ინტერესი და ისეთი soft skill-ები, როგორიცაა არგუმენტირებული გადაწყვეტილებების მიღება, ღიაობა ახალი ინფორმაციის ათვისებისადმი და პრეზენტაბელურობა.
რა გზა გაიარე Product owner-ი რომ გამხდარიყავი?
სხვადასხვა ორგანიზაციებში რადიკალურად განსხვავებულ ინდუსტრიებსა და პოზიციებზე მიმუშავია. არის გარკვეული საკითხები, რომლებიც შემდგომში დამეხმარა ადვილად ვადაპტირებულიყავი და გამერთვა თავი ჩემი ამჟამინდელი პასუხისმგებლობებისადმი. ორ საკითხს გამოვყოფდი ესენია:
- რაოდენობრივი ანალიზი – ჩემი პირველი სამსახური მკვლევარ-ანალიტიკოსის პოზიციაზე, სადაც მუდმივად მიწევდა ფინანსური და სხვა რაოდენობრივი ანალიზები გადაწყვეტილების მისაღებად. ეს უნარი დამეხმარა შემდგომში ამოცანების თანხობრივი, თუ არათანხობრივი ღირებულებების დადგენაში და შესაბამისად ამოცანების პრიორიტეტულობის განსაზღვრაში;
- პრეზენტაბელურობა – მიმუშავია management consulting-ის მიმართულებით, სადაც მუდმივად მიწევდა ბიზნეს წარმომადგენლებთან შეხვედრების წარმართვა და პრეზენტაციების ჩატარება, რაც დღესდღეობითაც ჩემი სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილია;
რომ შევაჯამოთ, ეს პოზიციები უშუალოდ ჩემთვის აღმოჩნდა კარგი დამხმარე და მომამზადებელი ამჟამინდელი პასუხისმგებლობებისთვის. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია რომ ნებისმიერი გამოცდილების ადამიანი შეიძლება გახდეს წარმატებული PO თუკი ექნება საკმარისი სურვილი და მზაობა ამ პოზიციასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობების თავის თავზე აღებისა.
რას ურჩევდი ამ პროფესიით დაინტერესებულებს?
დიდი დრო არ დახარჯოთ წინასწარ ინფორმაციის მოძიებაზე. თუ უკვე იცით რა გინდათ, გაყავით თავი შარში და მერე ნელ-ნელა ყველაფერს ეტაპობრივად მიხვდებით 😊
როგორია საბაზრო ფასები — ანუ ამ პროფესიით გავმდიდრდები?
პოზიციის ფასები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან იმის მიხედვით, თუ რა ინდუსტრიაში მუშაობ. მე უშუალოდ ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა მეცნიერების მიმართულებით ვმუშაობ, სადაც დიდი კონკურენცია ქართულ ბაზარზე არ არის, ამიტომ გამიჭირდება ზოგადი შეფასების დადება.
თუმცა, ვიტყოდი რომ ეს პოზიცია საკმაოდ მაღალანზღაურებადია და ბევრჯერ, (ვგულისხმობ მართლა ბეეევრჯერ 😊) მეტია საქართველოში არსებულ საშუალო სტატისტიკურ ანაზღაურებაზე.
თუ ციფრული სამყაროს სხვა განზომილებებიც გაინტერესებს, შეგიძლია სხვა ციფრულ-ოსტატთა ბლოგებიც გადაათვალიერო:
პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის მიერ, პროგრამის «ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების განვითარება» ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით. პროექტის მიერ გამოქვეყნებულ ნებისმიერ პუბლიკაციაზე პასუხისმგებელია მისი ავტორი და შინაარსი არ შეიძლება აღქმული იყოს როგორც დონორის პოზიცია და მოსაზრება.
The project is supported by the Georgian Center for Strategy and Development within the framework of the program «Enhancing the Capacity of Georgia in Preventing Violent Extremism and Radicalization». The program is implemented with the financial support of the Ministry of Foreign Affairs of the Kingdom of Norway. The content of any publication is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the donor organization.